წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
მოგლეჯილი ავტომობილს დაეცა, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა.