spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძლიერმა წვიმამ ხობის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი დაიტბორა. წყალმა რამდენიმე სახლის პირველ სართულზეც შეაღწია.

 

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

 

სოფლებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები