ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა მიმოსვლის გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.
დღის განმავლობაში ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები.