spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური  პარკი,  გზები,  ასევე ქალაქის რკალზე განლაგებული შენობების ნაწილი.     

 

ვაზნარის  ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი  სახლების პირველი სართულები  და საკარმიდამო ნაკვეთები. უხვმა  ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.

 

ადგილზე  მობილიზებულია  შესაბამისი  ტექნიკა, ასევე  მერიის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების’’  თანამშრომლები.  იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.  დაზარალებულ მოსახლეობას  ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები