spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ე.წ. ხელმომწერი საარლამენტო ოპოზიცია უსუსურად გამოიყურება “ქართული ოცნების“ ფონზე”

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ყველა არჩეული ოპოზიციონერი უნდა შევიდეს.

“მარტო “ნაციონალები” კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ეს ე.წ. ხელმომწერი საარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება “ქართული ოცნების“ ფონზე, რაც სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს.

პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან კითხოს მათ – რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?! მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებzე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.

მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხელმოწერის გარეშე. დანარჩენი კი, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პერიოდი აუცილებლად დადგება, რადგან “ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების უნარი უბრალოდ აღარ გააჩნია. მაგრამ, ჩვენი პრობლემების მოგვარება თავადაც უნდა ვისწავლთ, იმიტომ რომ, მუდმივად ბიძია მიშველეს ძახილით სირბილი დასავლეთში, არა მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები