spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ე​ვროკავშირი რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვისა და სხვა უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ბრიუსელი: ე​ვროკავშირი რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვისა და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ოლეგ სენცოვის საქმე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების ელემენტარული სტანდარტების დარღვევას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენცოვმა გამოავლინა სიმამაცე და თავდადება 145-დღიანი შიმშილობის დროს.

 

“მისი ჯანმრთელობა გაუარესდა კრიტიკულ მდგომარეობამდე. სამედიცინო დაწესებულებაში მისთვის სამედიცინო მკურნალობის აღმოჩენაზე უარის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საკუთარი ვალდებულებები“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

 

“ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ოლეგ სენცოვს. სასწრაფო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გარდა, მის და რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინის ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელოდება. ნახევარკუნძულზე უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

5 ოქტომბერს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ოლეგ სენცოვმა შიმშილობა შეწყვიტა. მოგვიანებით, უკრაინელი რეჟისორის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას შიმშილობის შეწყვეტა აიძულეს.

 

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ის რუსეთის ციხეებიდან ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა.

 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

 

2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები