spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Edison Research – გამოკითხულთა 50%-ის აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 50%-ის აზრით – ვერ მიიღებს

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

 

კითხვაზე, “როგორია თქვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს”, პასუხები ასე ნაწილდება:

 

მიიღებს – 50%

 

არ მიიღებს – 50%

 

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.

 

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

 

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები