Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი საქართველოს ჰქონია. ამ დებულებას ნაწილობრივ ეთანხმება 26%.
კითხვაზე, “რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: მომავალ წელს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც საქართველოს ჰქონია”, პასუხები ასე გადანაწილდა:
სრულიად ვეთანხმები – 50%
ნაწილობრივ ვეთანხმები – 26%
ნეიტრალური – 12%
ნაწილობრივ არ ვეთანხმები – 6%
სრულიად არ ვეთანხმები – 6%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის პირველიდან 22 დეკემბრის პერიოდში.