spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ედუარდ მარიკაშვილი – ბოლო 5 წლის განმავლობაში 220-ე მუხლით ციხეში მხოლოდ ნიკა გვარამია გაუშვეს

ბოლო 5 წლის განმავლობაში 220-ე მუხლით ციხეში მხოლოდ ნიკა გვარამია  გაუშვეს, – ამის შესახებ  Front News-ს არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ხელმძღვანელმა  ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი არგუმენტია იმის მტკიცებისას,  რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიმართ სასამართლომ შერჩევითი გადაწვეტილება გამოიტანა. 

“ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა  ბოლო 5 წლის  სტატისტიკა.   220-ე მუხლით, რაც  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ამ პერიოდში  პირველი ინსტანციის სასამართლოებმა  11 საქმე განიხილეს და  19 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ  აქედან არცერთი ადამიანი ციხეში არ მოხვედრილა. ნიკა გვარამიას გარდა  ყველა სხვა შემთხვევაში სასამართლო ჯარიმებითა და პირობითი მსჯავრით შემოიფარგლა.  ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემები იმისთვის,  რომ კიდევ ერთი არგუმენტი გვქონდეს, როდესაც ვსაუბრობთ შერჩევით მართლმსაჯულებასა და სამართალზე“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა. 

“მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასსამართლომ სსკ-ს 220-ე მუხლით წარმოებულ საქმეზე  თავისუფლების 3 წლისა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები