spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ადამიანი, ქრისტიანი რომ ხარ, დედა-შვილობა რომ იცი, დედას შვილს კიდევ ნუ მოუკლავ, რას ჩიჩქნიან, რას ეძებენ?

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას პანაშვიდზე მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა.

 

ამასთან, ბესელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, გააჩეროს პროპაგანდისტული მანქანა. 

 

“ის მაინც ხომ შეიძლება, ვიღაცამ გაიაზროს ხელისუფლებიდან, რომ სადღაც უნდა გაჩერდე. მორალურად რაღაცამ უნდა გაგაჩეროს. ადამიანი, ქრისტიანი რომ ხარ, დედა-შვილობა რომ იცი, დედას შვილს კიდევ ნუ მოუკლავ. რას ჩიჩქნიან, რას ეძებენ, რა მიზეზებთან მიდიან, რას აჩვენებენ?  5 ივლისის შემდეგ, სადაც ლექსო იქვე, მოედანზე გაიმეტეს, შემდეგ უკვე მორალურად, ამ რაღაცეების ჩიჩქვნა და ამ შუალედური დასკვნების გამოქვეყნება, ეს ამ ბიჭს დედას უკლავს. ცოცხლად დარჩენილს უნდა გაუფრთხილდე და მიცვალებულის სულს პატივი სცე, ეს ხომ დაუწერელი კანონია და ყველაფერს არ უნდა გადააბიჯო ხელისუფლების შენარჩუნების გამო. ერთადერთი რა შინაგანი მოთხოვნილებაც მაქვს, არის ის რომ ეს უნდა დამთავრდეს, ეს უნდა შეიცვალოს, ამის პატიება არ შეიძლება”- განაცხადა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები