spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება სრული ფიქცია

ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება სრული ფიქცია, სრულიად უშედეგო და ეს იქნება ხაფანგში შესვლა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება განიხილოს.

“ის ერთიანი ხედვა და ერთიანი შეჯერებული დოკუმენტი, რომელზეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუშაობდა პარტიებთან და რომლის საჯარო დეკლარირებაც მალე იქნება, გულისხმობს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და ამისთვის წინაპირობები იყოს შეთანხმებული პარტიებს შორის. ეს დროში ისე შეიძლება გახანგრძლივდეს, რომ დაემთხვეს ადგილობრივი არჩევნების კალენდარს, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება განიხილო თუ შეუძლებელი იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქამდე.

ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება სრული ფიქცია, სრულიად უშედეგო და იქნება ხაფანგში შესვლა, ამიტომ ამაზე საუბარი ცალკე განყენებულად ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე, ვფიქრობ, რომ არის შეცდომა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები