spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ამ პოლიტიკური ბრძოლის გზაზე ასეთ თარიღებს აქვს განსაკუთრებული შინაარსი

31 მარტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ამ პოლიტიკური ბრძოლის გზაზე ასეთ თარიღებს აქვს განსაკუთრებული შინაარსი, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კიდევ სხვა ინიციატივებიც ექნება.

“31 მარტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ამ პოლიტიკური ბრძოლის გზაზე ასეთ თარიღებს აქვს განსაკუთრებული ემოციური, პოლიტიკური, მორალური შინაარსი და ამიტომაც, არ არის შერჩეული შემთხვევით. ეს არის გამაერთიანებელი ხედვა, რომელიც ეხება თუ რა პირობებით, როგორ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას.

ალბათ, პრეზიდენტს (ზურაბიშვილს) ექნება სხვა ინიციატივებიც. არ იქნება შეთანხმების საგანი, რომ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები იყოს განხილული საპარლამენტო არჩევნების გარეშე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

31 მარტს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები