ამ პროტესტს და ამ შეკრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან მოქალაქეებს და ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისთვის, რომ ყველამ დაიჯეროს ქვეყნის გარეთ, ამ არჩევნების არარეალურობა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე იყო გამოყენებული გაყალბების ყველა მეთოდი, მაგრამ მთავარი შემფასებელი არის ხალხი.
“ყველა, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს, ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და აქ იყო გამოყენებული გაყალბების ყველა მეთოდი, მაგრამ მთავარი შემფასებელი არის ხალხი. ამ პროტესტს და ამ შეკრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან მოქალაქეებს და ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისთვის, რომ ყველამ დაიჯეროს ქვეყნის გარეთ, ამ არჩევნების არარეალურობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.