spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი არმია

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გზავნილები. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი არმია, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ოქტომბრის მარში ევროპული იყო.

“არაჩვეულებრივი დღე იყო. ეს იყო ევროპული, ძალიან ლამაზი და ძალიან მასშტაბური მარში. ეს იყო ერთიანობის დემონსტრირება. ყველა თაობის ადამიანი ვნახე. ამ ერთიანობის დემონსტრირებას ჰქონდა  ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, პირველ რიგში, არჩევნების წინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი დღე დგება 26 ოქტომბერს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გზავნილები. სცენაზე ასვლა და სიტყვით მიმართვა არის ძალიან დიდი ძალა.  ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი არმია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 20 ოქტომბერს გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები