ივანიშვილი თუ არ წამოვიდა არჩევნების დანიშვნის მოლაპარაკებაზე სადავეების ხელში აღება ძალიან გაუჭირდება. ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პარტიაში სერიოზული შიდა რყევებია.
“ერთ რამეს ვხედავ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით – პარტიის შიგნით არის ძალიან მძიმე დაპირისპირებები და საკმაოდ დიდი რყევები. ამის პასუხია ის, რომ კობახიძე არანორმალური ფორმით გამოდის ბრიფინგებზე. ბევრი ხვდება საფრთხეს, სადამდეც მიდის ეს პროცესი და შიგნიდან არის დაწყებული გამიჯვნის მცდელობა. ყველაზე რთული ვითარება შიგნით აქვთ.
წულუკიანი რომ არ აიტანს შალვა პაპუაშვილის მოადგილეობას, ყველა კარგად ხვდება ამას. გარეგნული გამოვლინებიდან ვხვდები, რამდენად მძიმე ვითარებაა პარტიის შიგნით. ივანიშვილი თუ არ წამოვიდა არჩევნების დანიშვნის მოლაპარაკებაზე სადავეების ხელში აღება ძალიან გაუჭირდება. ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.