spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად

პირველ რიგში, ქარტიას უნდა მოაწეროს ხელი გახარიამ. “ლელოს” აქვს ხელი მოწერილი, “ლელოსთან” ჩვენ სხვადასხვა თემაზე საუბარი შეგვიძლია, – ამის შესახებ  პარტია “სამართლიანობისთვის”  ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

“ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად. შესაძლოა, შემდგომ, ცოტა მოგვიანებით, გარკვეული გაერთიანებაც იყოს სხვა ჯგუფებთან. არ ვიქნებით იქ, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და არ გვექნება პარტიული ერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”. პირველ რიგში, ქარტიას უნდა მოაწეროს ხელი გახარიამ. პირადად მასთან მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, პიროვნული. “ლელოს” აქვს ხელი მოწერილი, “ლელოსთან” ჩვენ სხვადასხვა თემაზე საუბარი შეგვიძლია. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.

 

მთლიანად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი როლის მატარებელი იქნება პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური. თუ რა დოზით იქნება საარჩევნო ეტაპებზე ჩართული, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

“ხალხის ძალის” ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას “საქართველოსთვის” და “ლელოს” გასაერთიანებლად. მათივე განცხადებით, ბაზარზე ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყდა, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები