ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომ ვინმე კონკრეტული, ეს იქნება კობახიძე თუ ვინმე სხვა, დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე თავისი ინტერესები, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველობის ვერტიკალური სისტემა არის არაჯანსაღი.
“მმართველობის ეს ვერტიკალური სისტემა არის არაჯანსაღი. ეს არ არის დამყარებული შიდა კონსულტაციებზე. ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომ ვინმე კონკრეტული, ეს იქნება კობახიძე თუ ვინმე სხვა, დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე თავისი ინტერესები. როგორც კი დასჭირდება მას კობახიძის თავიდან მოშორება, ის ამას გააკეთებს ძალიან სწრაფად. შეიძლება, ყველაფერი ის, რაც ცუდი ხდება ბოლო პერიოდში, მასთან დაკავშირებულია და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ დატოვოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.