spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი ამ საქმეზე, რადგან მისი სიცოცხლე ახლა არის მთავარი

გიორგი ჩიკვაიძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, –  ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ჩიკვაიძის საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება.

“გიორგი ჩიკვაიძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს.  მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით იყო, მისი იზოლირებაც სწრაფად იმიტომ მოხდა, რომ ბოლო დღეებში ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახადა ფარდა.

ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი ამ საქმეზე, რადგან მისი სიცოცხლე ახლა არის  მთავარი. კიდევ უფრო მძიმე საქმეები მინახავს, მაგრამ გასულა დრო და წლების შემდეგ ეს ადამიანები სამართლის წინაშე აღმოჩენილან. დღეს კი რთულად სანახავია ეს, მაგრამ ეს შედეგები დგება”, – განაცხადა  ეკა ბესელიამ.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. დღეს კი პროტესტის ნიშნად პენიტენციური დაწესებულების ექიმების კვლევებზე უარი თქვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები