დავიწყეთ სიის მომზადება დამატებითი მოსამართლეების, რომ მათ მიმართ სანქციები გამოიყენონ, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული მოსამართლეების სია საერთაშორისო სტრუქტურებში გაიგზავნება.
“სამართალდამცველების ქცევაში არცერთი სტანდარტი არ არის დაცული, არც დაკავების, არც საპროცესო დოკუმენტების შედგენის უფლების კუთხით. ყველა დაკავების პროცესში, რომელსაც ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ და ვაანალიზებთ, არის ძალიან მძიმე კონსტიტუციური დარღვევები – დაკავების, დაცვის უფლების, ადვოკატის დაშვების, მოპყრობის სტანდარტი, ყველა სტანდარტი დარღვეულია, უბრალოდ, სასამართლო თვალს ხუჭავს. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყეთ სიის მომზადება დამატებითი მოსამართლეების, რომლებიც ასეთ შემთხვევებზე არ რეაგირებენ, რომ მათ მიმართ სანქციები გამოიყენონ. ადვოკატები ჩვენ გვაწვდიან მათ გვარებს, საქმეებს და გადაწყვეტილებებს. ამ სიას მალე დავასრულებთ და გავაგზავნით საერთაშორისო სტრუქტურებში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.