spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ძალიან კარგია, რომ ამ არჩევნებს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პრეზიდენტის სახით, დიდი ძალა იქნება ეს ქვეყნისთვის

ძალიან კარგია, რომ ამ არჩევნებს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პრეზიდენტის სახით, დიდი ძალა იქნება ეს ქვეყნისთვის, –  ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, “ქართული ქარტია” არის გზამკვლევი, რომლითაც ევროკავშირში უნდა შევიდეთ.

 

“ქართული ქარტია” ეს არ არის უბრალოდ დოკუმენტი, ეს არის გზამკვლევი, მომავლის კომპასი, რომლითაც ჩვენ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, იმიტომ, რომ მასში არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც სჭირდება ქვეყანას. 

 

ამ არჩევნებზე ღიად დგას საკითხი – ჩვენ გვინდა ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველო, თუ საქართველო, რომელიც იქნება ჩრდილოელი მეზობლის გავლენის ქვეშ – ასე დგას არჩევანი. 

 

ასევე, ძალიან კარგია, რომ ამ არჩევნებს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პრეზიდენტის სახით, დიდი ძალა იქნება ეს ქვეყნისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები