spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს ჩვენ გვაჩვენებს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო თუ არა ამ გამოცდას, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გზა

ეს ჩვენ გვაჩვენებს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო თუ არა ამ გამოცდას, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გზა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსკენ, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით პირადი ხასიათის მქონე დაცული ინფორმაციები გახდეს ხელმისაწვდომი მონიტორინგის პროცესში.

“ყველა მოქალაქეს, ვისი ინფორმაციაც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის, საბანკო ინფორმაციები, პირადი ხასიათის ინფორმაციები, განსაკუთრებული ხასიათის მქონე დაცული ინფორმაციები შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მონიტორინგის პროცესში. ამის თავიდან ასაცილებლად არის ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და გადაწყვეტილების გამოცხადებაში ვგულისხმობ ამ კანონის შეჩერების აუცილებლობას.

ეს ჩვენ დაგვანახებს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო თუ არა ამ გამოცდას, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გზა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსკენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები