ეს არის სირცხვილი. არაფერი რჩება დაუსჯელი, ყველაფერი ბრუნდება ადრე თუ გვიან. ხვალ მე შემაქვს სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში საჩივარი, რომ გამოძიება დაიწყონ, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გენპროკურატურაში სამედიცინო დასკვნასაც წარადგენს.
“ეს არის სირცხვილი. არაფერი რჩება დაუსჯელი, ყველაფერი ბრუნდება ადრე თუ გვიან. ხვალ მე შემაქვს სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში საჩივარი, რომ გამოძიება დაიწყონ. დღეს არავინ გამოხმაურებია სალომე ზურაბიშვილს პროკურატურიდან ფორმალურადაც კი. რადგან რეაგირება არ ყოფილა, ხვალ წარვადგენ კომენტარებსაც, რომელიც ადასტურებს კავშირს, რომ ეს იყო ორგანიზებულად მოქმედი, წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი ჯგუფების წაქეზება და თავდასხმა. ჩვენ წარვადგენთ სამედიცინო დოკუმენტაციასაც, სადაც ფიქსირდება დაზიანების კვალიც. სახის არეში მოხვდა მას ეს ნასროლი. ეს იმისთვის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ პასუხი არ მოეთხოვებათ, რეალურად, მოეთხოვებათ. მინახავს ბევრი საქმე, რომელზეც ფიქრობენ, რომ ყველაფერი შერჩებათ, მაგრამ დრო გასულა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.