spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ეს იქნება, ალბათ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის

ქვეყანა გარდა იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოსწყდება და ჩვენ, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ოკუპანტი ქვეყნის პატარა გუბერნიად უნდა გადაგვაქციონ, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” ყველაფერ სასიცოცხლოს კლავს.

“ეს იქნება, ალბათ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. რეალურად, ევროპული სივრცე მათთვის იკეტება და შეიძლება ფიქრობენ –  თუ ჩვენ ვერსად მივდივართ, საქართველოს მოქალაქეები სულ არ ანაღვლებთ.

ქვეყანა გარდა იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოსწყდება და ჩვენ, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ოკუპანტი ქვეყნის პატარა გუბერნიად უნდა გადაგვაქციონ, მე არც კი ვუშვებ ამას, რომ ეს მოხდება, მაგრამ ეს ხომ არის განზრახვა? უბრალოდ, ოჯახები ვეღარ გადარჩებიან. ადამიანებმა სასიცოცხლოს არტერია გაავლეს ამ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობასთან და გადაარჩინეს თავიანთი ოჯახის წევრები და ეს, იცით, როგორი რაღაცაა? ჟანგბადს რომ გადაგიკეტენ და რომ იხუთები. ამას აკეთებს ახლა “ქართული ოცნება”. ყველაფერს გუდავს, რაც კი სასიცოცხლო დარჩა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები