ამას სჭირდება ძალიან სწრაფი განმარტება. ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არსებობს, რომ ამ მასშტაბური გაყალბების პროცესში არ იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება მარტო, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ არჩევნების დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩის ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მალკევიჩის საქართველოში სავარაუდო ყოფნა არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი.
“რუსი პროპაგანდისტი მალკევიჩის ყოფნა საქართველოში არჩევნების დროს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არსებობს, რომ ამ მასშტაბური გაყალბების პროცესში არ იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება მარტო და არ უნდა იყოს ეს შემთხვევითი ამბავი, ამიტომ, ამასაც სჭირდება ძალიან სწრაფი განმარტება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ არის. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.