spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს მოსმენაც აჩვენებს, რამდენად საშიშ გზას დაადგა “ქართული ოცნება”

ეს მოსმენაც აჩვენებს, რამდენად საშიშ გზას დაადგა “ქართული ოცნება”. როდესაც ბელარუსის გვერდით უკვე საქართველოს მოიხსენიებენ, ამაზე დიდი მარცხი საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა ფორმდება.

“ეს მოსმენაც აჩვენებს, რამდენად საშიშ გზას დაადგა “ქართული ოცნება”. როდესაც ბელარუსის გვერდით უკვე საქართველოს მოიხსენიებენ, ამაზე დიდი მარცხი საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ აქვს.

იმ წინსვლის შემდეგ, რაც ქვეყანას ჰქონდა წლების წინ, დღეს უკიდურესად დაბალ ზღვარს აჩვენებს, რომლის იქითაც უკვე ავტორიტარული მმართველობა ფორმდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. მომხსენებლებს შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები