spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ეს რეპრესიები ყველაზე დიდი სისუსტის და შიშის გამოვლინებაა, ეს რუსული ანარეკლია

ეს რეპრესიები ყველაზე დიდი სისუსტის და შიშის გამოვლინებაა, ეს რუსული ანარეკლია, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ გაიაზრა ამ სისტემამ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა იწვევს უფრო მწვავე რეაქციას.

“ეს იყო ზუსტი ანარეკლი იმისა, რაც ხდება საქართველოში. ეს რეპრესიები ყველაზე დიდი სისუსტის და შიშის გამოვლინებაა. დახურულ დარბაზებში დაკარგულია სამართალი ჰგავს უკიდურესად დასუსტებულ, მაგრამ ძალიან სახიფათო და საშიშ ფაზაში შესულ რეპრესიულ რეჟიმს და სისტემას. ეს რუსული ანარეკლია, ასე მოქმედებს სისტემა იქ, უბრალოდ ამ დრომდე ვერ გაიაზრა ამ სისტემამ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა იწვევს უფრო მწვავე რეაქციას.

მე “ოცნების” მხარდამჭერებსაც მინდა ვუთხრა – ამათ იცავთ? ამათ უჭერთ მხარს?!”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები