spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს სასამართლო პროცესი ისტორიას დარჩება

ეს სასამართლო პროცესი ისტორიას დარჩება და იქნება უდიდესი შესაძლებლობა თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ აჩვენოს კონსტიტუციის დაცვის მაგალითი ამ კრიტიკულ დროს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტი დაესწრება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესს.

“პროცესისთვის ვემზადებით და ვემზადებით ძალიან დიდი სერიოზულობით. ეს სასამართლო პროცესი ისტორიას დარჩება და იქნება უდიდესი შესაძლებლობა თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ აჩვენოს კონსტიტუციის დაცვის მაგალითი ამ კრიტიკულ დროს. პროცესს კი პრეზიდენტი დაესწრება თუ არა არ ვიცი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო  ხვალ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები