spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – გვაქვს მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა დიდი ზიანი ქვეყნისთვის

ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა დიდი ზიანი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ეს ზიანი ყოველდღიურად გრძელდება, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდა.

“არ შევალ ამ საკითხის განხილვაში, ყველას აქვს თავისი პოზიცია, მეც მათ შორის, ადამიანს, რომელსაც მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება სამართლიანი არ ყოფილა და 12 წლის შემდეგ, როდესაც გადავწყვიტე სასამართლო დარბაზში შემოსვლა, მიუხედავად იმ რეალობის გააზრებისა, რომელსაც კარგად აღვიქვამთ ყველა, მაქვს მოლოდინი, რომ ეს უნიკალური შანსი, რომელიც დარჩა კონსტიტუციით, რომ ჯერ კიდევ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა აირიდონ ის მოსალოდნელი და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ამ ყველაზე ანტიკონსტიტუციურ და “რუსულ კანონად” წოდებულ კანონს მოჰყვა.

ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა დიდი ზიანი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ეს ზიანი ყოველდღიურად გრძელდება, განგრძობადი ხასიათი აქვს. ეს კანონი 1 სექტემბრიდან კიდევ უფრო სახიფათო გახდება, როდესაც მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება.

ევროკავშირის ლიდერებმა, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერებმა ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, შეაჩერეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები