მარტო დარჩენა პარლამენტში მმართველ პარტიას არ შეუძლია, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია. მთავარია, რომ სუსტი ადგილი ვერ იპოვონ ოპოზიციაში ვერსად და არავინ არ შევიდეს ამ გაყალბებულ პარლამენტში, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, არცერთი პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში.
“მარტო დარჩენა პარლამენტში მმართველ პარტიას არ შეუძლია, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია, წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, ამისათვის საჭიროა, რომ არცერთი პარტია არ შევიდეს პარლამენტში და იყოს მმართველი პარტია იქ მარტო. ვერ გაძლებენ დიდხანს, მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა, მთავარია, რომ სუსტი ადგილი ვერ იპოვონ ოპოზიციაში ვერსად და არავინ არ შევიდეს ამ გაყალბებულ პარლამენტში, რომელიც არ ასახავს მოქალაქეების არჩევანს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.