მე პირადად, მომხრე ვარ მეტი გამბედაობის, მეტი რისკის, მეტი სიახლის. მე მგონია, რომ უკან დასახევი გზა არ არის და ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვების ფორმულაა.
“მე პირადად, მომხრე ვარ მეტი გამბედაობის, მეტი რისკის, მეტი სიახლის. მე მგონია, რომ უკან დასახევი გზა არ არის და ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახლა არის ეს მომენტი, ეს დრო და ეს დამოკიდებულია სწორედ გადაწყვეტილებების მიმღები პირების მზაობაზე და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
აზრი დაკარგა პარტიის სახელწოდებამაც და კუთვნილებამ. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფორმულა, რომელიც უნდა იყოს მომგებიანი და უფრო ზეპარტიული. მე ამ პროცესს დიდი ხანია, ვგულშემატკივრობ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ამ პროცესს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.