spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – მოსამართლე გუშინ შეიცვალა, რაც ძალიან საეჭვო გარემოებაა

მოსამართლე გუშინ შეიცვალა, დღის ბოლოს, რაც ძალიან საეჭვო გარემოებაა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესები პოლიტიკური მოტივით არის  ნაკარნახევი.

“სასამართლო პროცესი, რომელიც არის სუფთა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი, აჩვენებს ერთ რამეს – სრულიად უდანაშაულო ადამიანები სხედან ბრალდებულების სკამზე. ძალადობის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი მათ საქმეში არ დევს, ჩვენ მათ საქმეებს დეტალურად ვსწავლობთ, ადვოკატებთან ერთად გავდივართ ყველა მტკიცებულებას.

ახლა რა პროცესიც მიმდინარეობს ეხება აცილებების საკითხს. სხვათა შორის, ის პროკურორები, რომლებიც ამ პროცესში ძალიან მონაწილეობდნენ, მოხვდნენ ბალტიის ქვეყნების სანქციებში, თუმცა მოსამართლემ ეს არ ჩათვალა გარემოებად, რომელიც შეიძლება ყოფილიყო აცილების საფუძველი.

მოსამართლე გუშინ შეიცვალა, დღის ბოლოს, რაც ძალიან საეჭვო გარემოებაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ამავდროულად,  გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები