spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე

პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე. პირველად ამიტომაც გაიჟღერა ივანიშვილის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა ასეთ ძალიან ცუდ კონტექსტში, რომ მასში ხედავს რეალურ საფრთხეს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

“ყველაზე უფრო არადიპლომატიური და ყველაზე უფრო გაუგებარი ენა არის, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე  სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას ეუბნება, რომ შენთან არ ვითანამშრომლებ, მე ველოდები შენი ოპონენტი როდის გაიმარჯვებს და ამის შემდეგ დალაგდება ჩვენი ურთიერთობა. პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე. პირველად ამიტომაც გაიჟღერა ივანიშვილის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა ასეთ ძალიან ცუდ კონტექსტში, რომ მასში ხედავს რეალურ საფრთხეს. ეს შეთანხმებული გზავნილია – “გლობალური ომის პარტია”, “მასონები”, კოსმოსიდან ადამიანები, რომლებიც ყველას და ყველაფრის განადგურებას ფიქრობენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ზურაბიშვილი, ხაზარაძე, გახარია, ბოკერია და სხვები უსამშობლო პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები