უნდათ, რომ მედია მოაშთონ, სამოქალაქო სექტორისთვის ჩახერგეს ყველა შესაძლებლობა, რომლითაც უნდა ისულდგმულონ. ისეთი შეგრძნებაა, რომ უნდა მოგვგუდონ, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შტურმია დემოკრატიაზე და კონსტიტუციურ უფლებებზე.
“შტურმი დემოკრატიაზე და შტურმი კონსტიტუციურ უფლებებზე – ყველაფერზე უტევენ, თუკი რამე დარჩა ღირებული იმ რეფორმებიდან, რომელსაც ვატარებდით. “ქართული ოცნება” ღია და საზიანო ნაბიჯებს დგამს, რომ ევროპის საბჭომ შეუჩეროს წევრობა საქართველოს დელეგაციას.
მე მახსოვს, როგორ ხდებოდა ეს რუსეთის მიმართ და იმ გზას დაადგა ახლა “ოცნება” და ეს იქნება ალბათ, ბოლო ლახვარი, რომ ჩასცე შენს ქვეყანას. ეს არ უნდა დავუშვათ, ამის დაშვება შეუძლებელია. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუციური საფუძვლები.
უნდათ, რომ მედია მოაშთონ, სამოქალაქო სექტორისთვის ჩახერგეს ყველა შესაძლებლობა, რომლითაც უნდა ისულდგმულონ. ისეთი შეგრძნებაა, რომ უნდა მოგვგუდონ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.