spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ყველამ გაიგო, რომ “ქართული ოცნება” არის წინააღმდეგი საქართველოს ევროპული მომავლის და ახლა ყველა გზავნილი არის ხალხისთვის

ევროკავშირის ლიდერების განცხადებები უკვე მიემართება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ცვლილებების გარეშე, ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში უკვე ყველა ხედავს, რომ “ქართული ოცნება”  არის წინააღმდეგი საქართველოს ევროპული მომავლის.

“უკვე ყველა მიხვდა, ყველამ გაიგო, რომ “ქართული ოცნება” არის წინააღმდეგი საქართველოს ევროპული მომავლის და ახლა ყველა გზავნილი არის ქართველი ხალხისთვის, მათ შორის, ბატონი ბორელის და ევროკავშირის სხვა ლიდერების განცხადებები უკვე მიემართება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ცვლილებების გარეშე, ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ “საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს” .

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები