spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ყველაფერი სცადეს და იკადრეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს

ზურაბიშვილი არის მთავარი პრობლემა “ქართული ოცნებისთვის”, ისინი მასში სერიოზულ ძალას ხედავენ. ყველაფერი სცადეს და იკადრეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ასე რომ, ამ იმპიჩმენტის პროცედურას, უკვე კომიკურად ვუყურებთ ყველა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველოს სხვა პარლამენტი ეყოლება.

“საოცრად კომიკურად გამოიყურება, რომ არჩევნების წინ, როდესაც ასე ახლოსაა ხელისუფლების ცვლილება, ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ფიქრობს კობახიძე. დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც და ხვალაც, ზურაბიშვილი არის მთავარი პრობლემა “ქართული ოცნებისთვის”, ისინი მასში სერიოზულ ძალას ხედავენ. ყველაფერი სცადეს და იკადრეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ასე რომ, ამ იმპიჩმენტის პროცედურას, უკვე კომიკურად ვუყურებთ ყველა.

მოასწრებენ ალბათ, ერთ რამეს, რომ წერილი, თუ ხელმოწერები გააგზავნონ, ეს იქნება ბოლო დოკუმენტი, რომელსაც მიწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სხვა პარლამენტი ეყოლება ქართველ ხალხს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი არჩევნებამდე გაეგზავნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები