spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – რადგან უკვე გამოაცხადა, რომ ეს სარჩელი არის მიღებული, რაიმე ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია, ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა სამდღიანი ვადა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენიდან, რომ სამ დღეში უნდა გაესწორებინათ ტექნიკური ხარვეზები და ემცნო მხარისთვის. რადგან უკვე გამოაცხადა, რომ ეს სარჩელი არის მიღებული, რაიმე ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია, ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს და ახლა იწყება ამ სარჩელის განხილვა, – მის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სარჩელი ბევრად კომპლექსურია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა სამდღიანი ვადა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენიდან, რომ სამ დღეში უნდა გაესწორებინათ ტექნიკური ხარვეზები და ემცნო მხარისთვის. რადგან უკვე გამოაცხადა, რომ ეს სარჩელი არის მიღებული, რაიმე ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია, ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს და ახლა იწყება ამ სარჩელის განხილვა, რადგან ეს არ არის სტანდარტული განხილვა, ეს განისაზღვრება ვადებით, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური შემოწმების პროცესს იმ ნორმების, რომელიც არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა. ეს სარჩელი ბევრად კომპლექსურია, მათ შორის მოიცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონიერების შემოწმებასაც და რადგან არის ეს ის შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვს, ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ თვიანი. ეს ერთთვიანი ვადა უკვე ჩართულია და ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურ ვადას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ  ამ ერთ თვეში სასამართლომ უნდა განიხილოს ეს სარჩელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები