spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – როდესაც ასეთ უკუსვლას და დემოკრატიის საშინელ რეგრესს აჩვენებს ქვეყანა, ამას მძიმე სანქციები მოჰყვება

დარწმუნებული ვარ, უმკაცრესი რეზოლუცია იქნება. ამას მძიმე სანქციები მოჰყვება, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას არ გააგრძელებს, ამას ევროსაბჭოდან მკაცრი ზომები მოჰყვება.

“დარწმუნებული ვარ, უმკაცრესი რეზოლუცია იქნება. ერთადერთი ორგანო, რომლის წევრი არის საქართველო, ეს არის ევროპის საბჭო და იქიდანაც გამორიცხავენ ქვეყანას მონიტორინგის პირობებში, თუ აჩვენებს ისეთ მძიმე გაუარესებას, რაც ქვეყანაშია. ეს ძალიან სახიფათო იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპის საბჭოს ქვეყანა, კონვენციის მონაწილე ხელშემკვრელი მხარე, ამაზეა დაფუძნებული სტრასბურგის სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები და როდესაც ასეთ უკუსვლას და დემოკრატიის საშინელ რეგრესს აჩვენებს ქვეყანა, ამას მძიმე სანქციები მოჰყვება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები