ჩვენი პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრებისთვის სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც ესაუბრებიან და რომლის საშუალებითაც ქვეყანასთან ის ხაზი, რაც არის ევროპული გზის დამაკავშირებელი, არის შენარჩუნებული, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან საერთაშორისო საზოგადოება ურთიერთობას გააგრძელებს.
“იმ ვითარებაში, როდესაც სრულიად იზოლირებულია “ქართული ოცნება”, არავინ არ ელაპარაკება მათ, არავინ – არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს მათ ჩატარებულ არჩევნებს, უფრო მეტიც, აპრილამდეა მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარების. ეს დრო ახლოვდება და პარალელურად, ამ ვითარებაში, ჩვენი პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრებისთვის სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ესაუბრებიან და რომლის საშუალებითაც ქვეყანასთან ის ხაზი, რაც არის ევროპული გზის დამაკავშირებელი, არის შენარჩუნებული.
ამიტომაცაა “ქართული ოცნებისთვის” ეს აგრესიული, თუმცა არაფერს შეცვლის ეს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ამტკიცებენ იმას, რაც მათ თავს ხდება. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობას და ამით ქვეყანასთან არ გაწყვეტენ იმ ძალიან მნიშვნელოვან ჯაჭვს, რომელიც ჩვენ ევროპულ და დემოკრატიულ სამყაროსთან გვაკავშირებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.