spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ახლა ხდება, მათი პასუხისმგებლობაც იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ეს მათი პასუხისმგებლობაც იქნება, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ორგანო დღეს, ვისაც შეუძლია,  გააჩეროს ქვეყანაში არაკონსტიტუციური პროცესი, არის საკონსტიტუციო სასამართლო.

“როდესაც გასაჩივრებულია არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები და ამ ნორმებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლის ბათილობასაც პრეზიდენტი ითხოვს, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, პრეზიდენტსაც რომ ჰქონდეს დანიშნული პარლამენტის პირველი სხდომა, მაშინაც კი უნდა დაელოდოს პარლამენტი ამ საკითხის გადაწყვეტას.

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს საკითხი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მათი პასუხისმგებლობაც იქნება. ერთადერთი ორგანო დღეს, ვისაც შეუძლია, გააჩეროს ეს არაკონსტიტუციური პროცესი, არის საკონსტიტუციო სასამართლო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები