spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – სასამართლოსთან მიმართვა განსაკუთრებით კრიტიკულია, რომ განიხილოს მზია ამაღლობელის პატიმრობის შეცვლის საკითხი

დაგვიანებულიცაა, მაგრამ სასამართლოსთან მიმართვა განსაკუთრებით კრიტიკულია, რომ განიხილოს მზია ამაღლობელის პატიმრობის შეცვლის საკითხი, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს მხრიდან აშკარად და უხეშად არაერთგზის ირღვევა კონსტიტუცია.

“დაგვიანებულიცაა, მაგრამ სასამართლოსთან მიმართვა განსაკუთრებით კრიტიკულია, რომ განიხილოს მზია ამაღლობელის პატიმრობის შეცვლის საკითხი. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება და გამოცდის მოწყობა, რამდენს გაუძლებსო.

უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები არიან ჩვენი ზრუნვის და ყურადღების ქვეშ.

სასამართლოს მხრიდან აშკარად და უხეშად არაერთგზის ირღვევა კონსტიტუცია, კონვენცია, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები. არსებობს სია, რომელიც გასაჯაროვდება, უბრალოდ ამ სიას კიდევ ემატება მოსამართლეთა გვარები, რომლების მიმართაც არის სანქციების მოთხოვნა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები