spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ციფრები, რომლებიც კვლევაზე ჩანს, აჩვენებს იმას, რომ ხალხს უნდა ცვლილება

ჩვენ დიდი ოლიმპიადა გველოდება 26 ოქტომბერს და ჩვენი ჯილდო იქნება, დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ “სამართლიანობის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტიებმა ბევრი ისაუბრონ ხალხთან, რადგან არჩევნების პირველი წელი იქნება სწორედ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

 

“წარმომიდგენია, 26 ოქტომბერს როგორ ადგება მთელი ერი, დაუბრუნდება ფესვებს ყველა ემიგრანტი და მივა არჩევნებზე. ციფრები, რომლებიც კვლევაზე ჩანს, აჩვენებს იმას, რომ ხალხს უნდა ცვლილება. ხელისუფლებამ ცუდ ჩვევებს დაამატა რუსული კანონი.

 

დემოკრატიის ლოგიკა არის ის, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და იმედი მაქვს, რომ ცვლილება იქნება მშვიდობიანი.  

 

ქარტია მოსწონთ, ეს არის პრეზიდენტის მშვენიერი გეგმა და იდეა. ჩვენ როცა ვმუშაობდით ქარტიაზე, გავყევით ცხრა ნაბიჯს, იმ ყველაფერს, რაც აწესრიგებს სამართლიან გარემოს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირთან გახსნის დიალოგს. ამის შესახებ არ იცის ბევრმა მოქალაქემ, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნებამდე პერიოდში ველაპარაკოთ კამპანიის სახით ხალხს ამაზე.

 

მთავარი მოტივაცია არის ნდობა, რომელიც უნდა გააჩინოს პოლიტიკურმა პარტიამ. ქარტია კი სწორედ ნდობის დეფიციტის გამო შეიქმნა. 

 

პარტიებს არ უნდა შეეშინდეთ კონკურენციის პროცესში. მიუხედავად იმისა, ვინ რომელ ცენტრში აღმოჩნდება, არ აქვს საკონკურენტო პროდასავლურ პარტიებს, რადგან საბოლოოდ ყველა აღმოჩნდება ერთად.

 

პირველი ერთი წელი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიაროთ ევროპის გზაზე“, – განაცხადა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები