spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია “ქართული ოცნების” მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან

წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია “ქართული ოცნების” მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან. ისინი უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, წითელი ხაზები მაშინ გადაიკვეთა, როცა პარტნიორებს “გლობალური ომის პარტია” უწოდა “ქართულმა ოცნებამ”.

 

“წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია “ქართული ოცნების” მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან. წითელი ხაზები გადაკვეთეს იმ დღეს და იმ ეტაპზე, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უთხრეს, რომ ის “გლობალური ომის პარტიაა” და ის აწყობს ქვეყანაში გადატრიალებას და რევოლუციას. მსგავსი წარმოუდგენელი ბრალდებებით გამოვიდნენ საჯაროდ.

 

რესურსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადატვირთოს და გადახედოს თავის დამოკიდებულებას სტრატეგიულ პარტნიორთან, არ აქვთ. ისინი უნდა წავიდნენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები