ეკა ბესელია “წლის დედოფალი 2022” გახდა, – ინფორმაცია პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
“ლამაზი ფინალი და საპატიო ჯილდო საერთაშორისო კონკურსზე: სილამაზის და ნიჭიერების „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავები”, ულამაზესი ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან. და მაინც საქართველოს წარმომადგენლები ბრწყინავდნენ.
მადლობა ჟიურის ამ საპატიო ტიტულისთვის, რომელიც გადმომეცა – “წლის დედოფალი 2022”, – წერს ბესელია.