ერთადერთი კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც რჩება დამოუკიდებელი და ყველაზე საიმედო. ვიცი, რომ პრეზიდენტი 2024 წელს აქტიური იქნება, აქტიურად აპირებს ჩართვას საარჩევნო პროცესებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შევინარჩუნოთ ეს ინსტიტუტი, რადგან არჩევნების დღისთვის პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება.
“გამოცდილება და პოლიტიკური წარსული, გამბედაობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და კიდევ ბევრი ისეთი თვისება აქვს ზურაბიშვილს, რაც ძალიან გვჭირდება. ვიცი, აპირებს და იაქტიურებს, მათ შორის ევროკავშირთან 9-პუნქტიანი დღის წესრიგის ფარგლებში, რომ დიალოგი გაიხსნას და კარგია თუ ეს პრეზიდენტთან მოხდება.
არ უნდა გადადგეს და ის ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება. ის ერთადერთია, ოპოზიციისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური პარტნიორებისთვის, რომელიც არის ნეიტრალური და ზეპარტიული მოდერაციის მქონე ინსტიტუცია, ამის დაკარგვა იქნება დიდი შეცდომა. ამიტომ თუ რაიმე უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, რის გამოც პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს, უნდა შევინარჩუნოთ ეს ინსტიტუტი, რადგან არჩევნების დღისთვის პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მათ შორის დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, დაითხოვოს პარლამენტი და ხელი მოაწეროს მთავრობის მეთაურის წარდგენას და ა.შ. ვისურვებ, რომ გვყავდეს ასეთი ზეპარტიული პრეზიდენტი არჩევნების დღისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.