spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – 300-ზე მეტი პირი დაკავებისას და დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას

ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებებიც შეილახა. ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც შესაბამისი უწყებიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 28 ნოემბრიდან დაკავებულთა რიცხვი 460-ზე მეტს შეადგენს.

“28 ნოემბრის შემდეგ 460 პირზე მეტია დაკავებული, აქედან 430 დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდებით. 300-ზე მეტი პირი დაკავებისას და დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას, 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, პირთა ასაკი დაახლოებით მერყეობს 15-იდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

იზოლატორების გადატვირთულობის გამო, ხშირად დაკავებული პირები გადაჰყავთ თბილისის გარეთ იზოლატორებში. ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ კლიენტების ადგილს გაიგებენ. მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ.

პასუხისგებაში ამ ეტაპზე მიცემულია 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებებიც შეილახა.

ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც შესაბამისი უწყებიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა”,  – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები