აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის და მათ გადადებული აქვთ ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდნენ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“მეც აღფრთოვანებული ვარ ამდენი მოტივირებული ადამიანით და ზოგჯერ ვეუბნებით ხოლმე, რომ ალბათ, რაღაცას ვერ შეძლებთ, მთელი დღე ალბათ ვერ გაძლებთ უბანზე და გვეუბნებიან, რომ დილით 7 საათზე მივალ და რამდენიც საჭირო იქნება იმდენ ხანს ვიქნები. ეს არის უნიკალური რამ, რაც მთელ მსოფლიოში უნიკალური რამ არის. აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის და მათ გადადებული აქვთ ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ამას ვლაპარაკობ ზუსტად, რომ ძალიან ბევრი სტუდენტიც არის, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი რეალიზებული ადამიანი, რომელსაც სამსახური აქვს და იქ არის დაკავებული, თუმცა, მაინც გადადებული აქვს ეს ყველაფერი და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენთან იყოს და დააკვირდეს არჩევნებს.
ჯერ ერთი, რომ ავიღოთ ცნობილი ადამიანები, კარგად მომზადებული ადამიანი, რომ დახვდებათ იქ დამკვირვებელი, რა თქმა უნდა, ამომრჩევლისთვის ეს არის სერიოზული რამ. მეორე ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მაღალხარისხიან ტრენინგს ვატარებთ. ამ პროცედურების დაკვირვება არ არის რთული, მაგრამ თვითონ რთული ის არის, რომ ბევრია ეს პროცედურა და სულ ყურადღებით უნდა იყო, მაგრამ ამ ყველა პროცედურის შესაბამისად შესრულება იცავს ჩვენს ხმებს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.