spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული, ისინი არიან კრიმინალები

“საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ცესკოც, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები ამ ქვეყანაში არის მიტაცებული და ემსახურება ერთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ, ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ის, რაც განაცხადა ცესკომ, არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას.

“ცესკოც, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში არის მიტაცებული და ემსახურება ერთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს, ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული, ისინი არიან კრიმინალები. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო არჩევნების გაყალბებაში არის კრიმინალი. რაც შეეხება საზოგადოებას და ჩვენ არ უნდა შევურიგდეთ ამ ყველაფერს, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ის, რაც განაცხადა ცესკომ, ეს არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები