“რუსულმა კანონმა” გამოიწვია ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა და ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზები იმისათვის, რომ რუსული ტიპის მმართველობა ჩამოყალიბებულიყო. ამ კანონების შემოღება არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატში მიმდინარე განხილვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დემოკრატია დამარცხდა და საქართველო ჩაითრიეს რუსულ ორბიტაში, ეს ნიშნავს შემდგომი დემოკრატიული მომავლის გაქრობას.
“ეს აგენტების კანონი იყო ინსპირირებული პუტინის კანონით, რომელიც მიიღეს რუსეთში და ის მთავრობა მას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ. იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ამ კანონს, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება იმისთვის, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ კანონს. საქართველოში ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს, როგორც ის აქამდე იკავებდა, იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს დემოკრატიული ფასეულობები. ეს ძალიან რთულია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამერიკამ უნდა შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა და მოვალეობა, მაგრამ თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება ეს არ არის საჩუქარი, ამისთვის მოსახლეობა უნდა იბრძოდეს. იქ, სადაც ძალიან ძლიერია დემოკრატიული მოძრაობები და მას მხარს უჭერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და არის ამერიკის მხარდაჭერა, ეს შესაძლებელია.
საქართველოში, როგორც იცით, ამ რუსული კანონის შემოღებამ გამოიწვია მასობრივი დემონსტრაციები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს არჩევნები ოქტომბერში, ეს არის რეფერენდუმი – გახდება საქართველო ევროპული ქვეყანა, თუ გახდება რუსეთის სატელიტი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველო მოხვდება რუსული გავლენის ქვეშ, ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ პერსპექტივას, რომ გავხდეთ დემოკრატიული ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ისევ გაავრცელებს თავის გავლენას ჩვენ ტერიტორიაზე და მათი მიზნები ძალიან მარტივია. ეს არის – გაჩუმება თავისუფალი სიტყვის და ამისთვის ეს კანონი არის საუკეთესო საშუალება.
ძალიან რთულია ამის დაძლევა. ეს კანონი იყო მომზადებული იმისთვის, რომ მოხდეს რეპრესიების ლეგალიზაცია. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრები და მეც პირადად, გავხდით სიტყვიერი თავდასხმების ობიექტი. კანონი იყო მიღებული, რომელიც ნამდვილად ასახავს რუსულ კანონს და ამასობაში, საქართველოს მთავრობა ყველა ჩვენს მეგობარს ეძახის “გლობალური ომის პარტიის” წევრებს. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ჩვენ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს და იარლიყებს აკერებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც უცხოელ აგენტებს. ემუქრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უარს ამბობენ რეგისტრაციაზე, რომ დაუყადაღებენ ანგარიშებს და მოსპობენ. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, ჩვენ ვართ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ არ ვართ აქ მარტოები და ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომ ისინი, ვინც ასეთ კანონებს მიიღებს, იქნებიან დასანქცირებული”, – განაცხადა გიგაურმა.