ჩვენ უკვე კითხვის ნიშნები აღარ უნდა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პარტნიორი ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი ხელისუფლებისთვის პარტნიორი არის რუსეთი და ჩინეთი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“ჩვენ უკვე კითხვის ნიშნები აღარ უნდა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პარტნიორი ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი ხელისუფლებისთვის პარტნიორი არის რუსეთი და ჩინეთი. ეს არის ძალიან აშკარა. შეხედეთ, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც ახორციელებენ ჩინელები. მათთვის არის მთავარი, რომ ეს ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები ჩააბარონ დასავლეთის მტრებს, იმიტომ, რომ თვითონაც თვლიან, რომ დასავლეთი არის მათი მტერი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გამარჯვებულ კომპანიად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება.