spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური –  ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ამიტომ, ველოდები ძალიან ბევრ საერთაშორისო დელეგაციას

ოქტომბრის არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ, რომ ამ დროს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ, ველოდები ძალიან ბევრ საერთაშორისო დელეგაციას, – მის შესახებ  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები დელეგაციებთან ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომელიც არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში.

“ოქტომბრის არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ, რომ ამ დროს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, ეს არის რუსეთი, თუ ევროპა. ამიტომ, ეს არის გათვალისწინებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, ამიტომ, ველოდები ძალიან ბევრ საერთაშორისო დელეგაციას, მათ შორის, ევროსაბჭოს დელეგაციას ვხვდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ვისაუბრებთ იმ გავლენებზე, რაც მოაქვს “რუსულ კანონს”, ვისაუბრებთ აგრესიულ კამპანიაზე, რაც მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებთან მიმართებით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები